воскресенье, 28 апреля 2013 г.

სამედიცინო ტურიზმი აზიაში

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება სხვა ქვეყნებში კვალიფიციური მკურნალობის მისაღებად. ნაწილობრივ ამის მიზეზი თანხის დაზოგვა გახლავთ. ჟურნალ „ბიზნეს მსოფლიოს“ მონაცემებით ფილიპინებს სავარაუდოდ 2015 წლიდან ყოველწლიურად ერთი მილიონი „სამედიცინო ტურისტი“ ეწვევა. ამავე რაოდენობის ტურისტს ელოდებიან სამხრეთ კორეაში 2020 წლიდან. ამ მხრივ პოპულარულ ქვეყნებს წარმოადგენს ასევე ინდოეთი, მალაიზია, სინგაპური და ტაილანდი. ორთოპედიული და კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ამ ქვეყნებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან. პლასტიკური ოპერაციებისთვის ამ ქვეყნებს მდიდარი ჩინელების ახალი ფენაც სტუმრობს, რომელთაც სურთ, რომელიმე ცნობილ ადამიანს დაემსგავსონ და საამისოდ სპეციალურად ამ ადამიანების სურათებიც თან მიაქვთ.

http://www.jw.org/ka/პუბლიკაციები/ჟურნალები/g201209/რა-ხდება-მსოფლიოში/

Комментариев нет:

Отправить комментарий